ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში, – განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ჯანმო-ს წარმომადგენელმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმები განხორციელდა.
ჯანმოს ცნობით, მაიმუნის ყვავილის გადადება ადამიანიდან ადამიანზე ხდება.
სან-პაულოში ბოლო ერთ კვირაში ათი მაიმუნი მოწამლეს. მოგვიანებით, მაიმუნების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც. ქმედებებს შვიდი მაიმუნი ემსხვერპლა.

