ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მთავრობა ძვირადღირებულ მანქანებს რკინიგზისა და “გაზის კორპორაციის” თანხებით ყიდულობს

მთავრობა ძვირადღირებული მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ფულს აღარ ხარჯავს, მაგრამ ამ თანხების გაღება სახელმწიფო კომპანიებიდან ხდება.

2 მლნ დოლარის ღირებულების 102 ახალი ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა საჩუქრად სახელმწიფო კომპანიებისგან, საქართველოს რკინიგზისა და „გაზისა და ნავთობის კორპორაციისგან“, მიიღო.

თავად ამ სახელმწიფო კომპანიებმა კი დავალება მთავრობიდან 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებებით მიიღეს, რომელსაც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს.

ეს ფული საპარტნიორო ფონდში უნდა წასულიყო და შემდეგ ბიზნესს დახმარებოდა, სანაცვლოდ კი ჩინოსნებისთვის მანქანების შემოვლითი გზით შესყიდვას მოხმარდა.

საქართველოს რკინიგზაც და „ნავთობისა და გაზის კორპორაციაც საპარტნიორო ფონდის” შემადგენლობაში არიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კომერციულ ორგანიზაციებს, რომელთა მფლობელი სახელმწიფოა, ავტომობილებისთვის დახარჯული თანხები მოგებიდან დაექვითებათ.

სახელმწიფო უწყებების მიერ ავტომანქანების შესყიდვას მთავრობის შესაბამისი დადგენილება არეგულირებს. თუმცა, აუდიტის კვლევებში მოხვდა შემთხვევები, როცა ამ რეგულაციას თავად სახელისუფლებო სტრუქტურები საკუთარი შეხედულებების მიხედვით ცვლიდნენ და იმაზე ძვირადღირებულ ავტომობილებს ყიდულობდნენ, ვიდრე რეგულაციით იყო განსაზღვრული.

 

იტვირთბა....