ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ხარკოვის რეგიონში ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” ჩამოვაგდეთ – უკრაინული მხარე

11 აგვისტოს ნაშუადღევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე რუსი დამპყრობლების მიერ ნასროლი ორი ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი” ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა.

“11 აგვისტოს ხარკოვის რეგიონში დაახლოებით 13:30 საათზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა შავი ზღვიდან გასროლილი “კალიბრის” ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....