ბელორუსის შეიარაღებული ძალების ექვსი ბატალიონი განლაგებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ და ასრულებს დავალებებს უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში. – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ოლექსი გრომოვმა 11 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის 13 000-მდე მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და სპეცრაზმელი ხელს აწერს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შეთანხმებას.
„რუსეთი აგრძელებს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში. წინასწარი მონაცემებით, ბელარუსის სპეცოპერაციების ძალების ამჟამინდელი და ყოფილი სამხედრო პერსონალის, ასევე, სპეცრაზმის 13 ათასამდე ადამიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის შესახებ. “- ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ოლექსეი გრომოვი.
გრომოვი აღნიშნავს, რომ მთავარი ფაქტორი, რის გამოც ბელარუსები ომში მონაწილეობაზე თანხმდებიან ფული და შიშია.

