ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

VIDEO: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაბომბა

რუსმა დამპყრობლებმა დღეს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური და ატომური ობიექტის მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაბომბეს . ამის შესახებ ” ენერგოატომი ” Telegram-ში იტყობინება.

„დღეს, 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური, ყველაზე დიდი უკრაინასა და ევროპაში. ხუთი დარტყმა დაფიქსირდა სადგურის სამეთაურო პუნქტის მიდამოში – შედუღების ადგილისა და რადიაციული წყაროების საწყობის გვერდით. მცირე ფართობზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ხუთი იერიში დაფიქსირდა სახანძრო სადგურის მიდამოში, თუმცა სადგურზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლის ქვეშაა და ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ფონი ბუნებრივ ნორმებს შეესაბამება.

 

იტვირთბა....