სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილს ადვოკატი აცხადებს, რომ გოგაშვილს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა. ა
ჩინჩალაძის თქმით, როგორც გოგაშვილი აცხადებს, საუბარი ძირითადად მუქარებს ეხებოდა.
„28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ე.წ საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და იოსებ გოგაშვილს ეპასუხა აღნიშნული ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი მათ შორის იყო საკმაოდ დაძაბული და ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს – იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა თუ რა შეიძლება დამართნოდა როგორც იოსებ გოგაშვილს, ასევე მის ოჯახს, ახლობლებს და ა.შ.“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

