„130-ზე მეტი „აზოვსტალელი“ ქალი რუსების ტყვეობაში იმყოფება“ – ამის შესახებ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„აზოვსტალთან 130-ზე მეტი ქალი ტყვეობაშია, მათ შორის არიან აზოვის პოლკის წევრები, სამხედრო ექიმები,მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის წევრები, ეროვნული გვარდიელები, შეიარაღებული ძალები და სხვა ფორმირებები. უკრაინა შეეცდება მათ გათავისუფლებას და ვთხოვ მსოფლიო საზოგადოებას, ყურადღება მიაპყრონ რუსეთის არასათანადო ქმედებებს სამხედრო ტყვეებთან მიმართებით“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

