ოკუპირებულ ყირიმში, აფეთქების უკან უკრაინის სპეცრაზმი დგას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
მედიას უკრაინის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უკრაინის სპეცრაზმმა გუშინ ყირიმში რუსეთის ავიაბაზაზე ოპერაცია ჩაატარა.
სამშაბათს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ზღვისპირა კურორტებთან ახლოს მდებარე საჰაერო ბაზაზე აფეთქებების სერიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა – დაახლოებით 200 კილომეტრში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოები ცხადყოფს, რომ აფეთქების შემდეგ ხალხმა სანაპირეობის დატოვება პანიკურად დაიწყო.
მოწმეებმა ასევე განაცხადეს, რომ ასაფრენ ბილიკზე ხანძარი გაჩნდა და მიმდებარე სახლები დაზიანდა.
ყირიმის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო მეორე ადამიანი საშუალო სიმძიმის დაზიანებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხუთმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
როგორც ირკვევა, აფეთქების შედეგად 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.
ამავე თემაზე: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში

