ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ექსპერტებმა განმარტეს, რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმზე თავდასხმაში

ამერიკელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს მიზეზი, თუ რატომ არ დაადანაშაულებს კრემლი უკრაინას ყირიმში მომხდარ აფეთქებებში.

„კრემლისთვის საზიანო დარტყმებში უკრაინას დადანაშაულების მიზეზი მცირეა, რადგან ასეთი დარტყმები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების არაეფექტურობის დემონსტრირებას ახდენს, როგორც ეს კრეისერ ‘მოსკოვის” ჩაძირვამ უკვე აჩვენა“, – ნათქვამია “ომის შესწავლის ინსტიტუტის” მოხსენებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ISW-ს აფეთქებების ზუსტი მიზეზის შეფასების საფუძველი ჯერ არ აქვს.

„ორ განსხვავებულ ადგილზე აფეთქებების ერთდროულობა, ალბათ, გამორიცხავს შემთხვევითი ცეცხლის ოფიციალურ რუსულ ვერსიას, მაგრამ არ გამორიცხავს არც დივერსიას და არც შორი დისტანციის სარაკეტო შეტევას“, – აღნიშნავს ISW.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინამ შესაძლოა შეცვალა თავისი ნეპტუნის რაკეტები სახმელეთო სამიზნეების დასარტყმელად, მაგრამ ამჟამად ამ ჰიპოთეზის მხარდასაჭერად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, 9 აგვისტოს, ნაშუადღევს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის  მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა. სწორედ ამ საჰაერო ბაზიდან გაფრინდნენ მტრის თვითმფრინავები ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  აფეთქებები საბრძოლო მასალის აფეთქებამ გამოიწვია.

იტვირთბა....