ახალი ამბები მსოფლიო

“ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე უარს არ ვიტყვით” – ჩინეთი

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებაზე უარს არ იტყვიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც ჩინეთში აცხადებენ, მათ “მშვიდობიანი გაერთიანება” სურთ.

„მაგრამ ჩვენ უარს არ ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას მივიღოთ ყველა საჭირო ზომა. ეს არის გარე ჩარევისა და ყველა სეპარატისტული აქტივობისგან თავის დასაცავად.

ჩვენი საბოლოო მიზანია ჩინეთის მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივის უზრუნველყოფა და ამ პროცესის წინსვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლამ ჩინეთის მხრიდან გაღიზიანება გამოიწვია, რის საპასუხოდაც ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები გაიმართა.

როგორც ცნობილია, ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნებს, ხოლო აშშ აცხადებს, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა.

იტვირთბა....