ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს” – მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო, – აღნიშნულის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი.

“პირველი რომ შევედი რაც დავინახე, ნუ მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის. ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა, მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება”, – თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

იტვირთბა....