ნუ მისცეთ დასავლეთს უკრაინის დანგრევის უფლებას, – აღნიშნულის შესახებ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი შეინარჩუნონ საკუთარი და თავიანთი ოჯახების სიცოცხლე.
“კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო უკრაინელებს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი შეინარჩუნონ საკუთარი სიცოცხლე და გადაარჩინონ თავიანთი ოჯახები. ნუ მისცემთ დასავლეთს უფლებას დაანგრიოს თქვენი ქვეყანა. განდევნეთ “ბანდეროველები” და ნარკომანი პრეზიდენტი. არ მისცეთ უფლება ნაცისტებს იარონ თქვენს ქალაქებში. მათი ამოცანა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობს სისხლის დაღვრაა და ეს ქაოსი უსასრულოდ გაგრძელდება. ეს არის დასავლეთის გეგმა, რომელიც უხვად ამარაგებს კრიმინალებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. შედეგად, ეს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს უკრაინელ ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს.
რუსეთი, მიუხედავად ყველაფრისა, აგრძელებს თქვენს დახმარებას. თუ თქვენ აფასებთ თქვენს სახელმწიფოს, გსურთ მისი აღორძინება და თუ გჭირდებათ რუსეთის მხარდაჭერა, არ გაუშვათ ხელიდან ბოლო შანსი. განდევნეთ ნაძირალები, კარგად დაფიქრდით და გონს მოდით“, – აცხადებს კადიროვი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

