რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსი მშენებლები, რომლებიც დონეცკისა ლუგანკის ტერიტორიების აღდგენაში მონაწილეობენ პროფესიონალები არიან.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ინდუსტრიაში დასაქმებულია მილიონობით ადამიანი, „ნამდვილი ოსტატები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე რუსეთის იმიჯს, აშენებენ მყარ საფუძველს მისი განვითარებისთვის ყველა სფეროში“.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დახმარება, რომელსაც ჩვენი მშენებლები, გამოვლენილი გამბედაობითა და პროფესიონალიზმით, უწევენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობას“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, უნიკალური ტექნოლოგიები, მასალები, საინჟინრო და ტექნიკური გადაწყვეტილებები შესაძლებელს ხდის ყველაზე გაბედული, ამბიციური იდეების განხორციელებას.

