aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

სოლოვიოვი: “სტივენ სიგალი დონბასშია, ის უფრო აღმოჩნდა რუსი, ვიდრე მრავალი რუსი არტისტი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი Telegram-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ამერიკელი მსახიობი, სტივენ სიგალი ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა.

როგორც სოლოვიოვი წერს, სიგალი “პირადად გაეცნო მტიცებულებებს”, რომ დონბასის იზოლატორებში მყოფი მარიუპოლიდან წამოყვანილი ტყვეები, რომლებიც მისივე მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების ბრძანებებისა და “სამხედრო დანაშაულების” შესახებ ჩვენებებს აძლევდნენ, თავად უკრაინელებმა დაბომბეს.

“ჩვენი მეგობარი, მეტიც – ჩემი თანაპარტიელი სტივენ სიგალი დონბასშია და ის იქ საქმეზეა. მსახიობი გაეცნო მტკიცებულებებს, მათ შორის, ამერიკული რაკეტების ნამსხვრევებს, რომლებიც საკუთარი სამხედროები მასობრივ მკვლელობაში კიევის მონაწილეობას ადასტურებს…ისე გამოვიდა, რომ სიგალი და მონსონი (რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ამერიკელი მსახიობი და სპორტსმენი ჯეფ მონსონი) უფრო გამოდგნენ რუსები, ვიდრე რუს არტისტთაგან მრავალი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის მთელი ისტორია, გაგრძელება იქნება”, – წერს ვლადიმირ სოლოვიოვი და თან ფოტოსაც ურთავს.

 

იტვირთბა....