რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ახალი საჯარისო შენაერთი შექმნა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, რუსეთი, სავარაუდოდ, გეგმავს 3 AC-ის დიდი ნაწილის მომარაგებას ახლად შექმნილი „მოხალისე“ ბატალიონებიდან, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ქმნის.
“უკრაინაში ოპერაციის მხარდასაჭერად, რუსეთმა თითქმის უსათუოდ დააფუძნა ახალი ძირითადი სახმელეთო ძალების შენაერთი, მე-3 არმიის კორპუსი (3 AC), ბაზირებული მულინოდან, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, მოსკოვის აღმოსავლეთით”, – წერს დაზვერვა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ომში წასვლის მსურველთა მიზიდვას ფულადი წახალისებით ცდილობს. ახალ სამხედრო ჯგუფებში დარეგისტრირება 50 წლამდე ასაკის კაცებს შეუძლიათ. მათ საშუალოზე მაღალი განათლება არ მოეთხოვებათ.
“რუსული არმიის შენაერთი, როგორც წესი, შედგება 15-20 000 ჯარისკაცისაგან, მაგრამ რუსეთს, ალბათ, გაუჭირდება ამ სიმძლავრემდე 3 AC-ის მიყვანა, თუ გავითვალისწინებთ, უკრაინაში ბრძოლისთვის მოხალისეობის მიმართ პოპულარული ენთუზიაზმის ძალიან შეზღუდული დონეს”, – წერს დაზვერვა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
https://twitter.com/DefenceHQ/status/1557231105123782656?ref_src=twsrc%5Etfw

