რუსმა ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს შეტევა. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა – ადგილობრივ საავადმყოფოში სამკურნალოდ მოთავსებული ორი დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.
“საავადმყოფოში ღამით მომხდარი დაბომბვისას დაჭრილი ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები მათი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, თუმცა, ვერ ძეძლეს დაშავებულების გადარჩენა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაიჭრა, რომელთაგან ხუთიც მძიმე მდგომარეობაშია”, – აცხადებს რეზნიჩენკო.

