aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანი” – მედიის ადვოკატირების კოალიცია “ქართული ოცნების” სარჩელზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტელეკომპანია პირველი” კამპანია „შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო.

საქმე ეხება მაუწყებლების ეთერში 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალას, რომელიც 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. მმართველი პარტიის შეფასებით, ის წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება „ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას.

“მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან”, – აცხადებენ მედიის ადვოკატირების კოალიციაში.

კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება.

“2020 და 2021 წლებში კომისიამ „მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

 

იტვირთბა....