ახალი ამბები მსოფლიო

მელიტოპოლში ადგილობრივმა პარტიზანებმა პუტინის პარტიის, “ედინაია რასიას” შტაბი ააფეთქეს

მელიტოპოლში ადგილობრივმა პარტიზანებმა პუტინის პარტიის, “ედინაია რასიას” შტაბი ააფეთქეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რია მელიტოპოლი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მელიტოპოლის პარტიზანებმა გაუგზავნეს შეტყობინება ყველა კოლაბორატორს, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონში ყალბ რეფერენდუმს ამზადებს.

“8-9 აგვისტოს ღამით, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სამრეწველო ზონებში მდებარე სამხედრო ბაზებზე მუშაობდნენ, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, “ერთიანი რუსეთის” შტაბ-ბინასთან ახლოს. ის მდებარეობს Foxtrot სავაჭრო ცენტრში. იქ რაშისტები  მოღალატეებთან ერთად ყალბი კენჭისყრისთვის ემზადებიან”, – წერს მედია.

როგორც ირკვევა, მომხდარს ამ დრომდე მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მედია იუწყება, რომ პარტიზანების მხრიდან ეს არის ხმამაღალი გაფრთხილება ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს ტერიტორიული კომისიების მუშაობაში, კარდაკარ ტურებში და ფსევდორეფერენდუმთან დაკავშირებულ სხვა სისულელეებში.

იტვირთბა....