aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი ციტატა

“რუსეთის ომი ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით” – ზელენსკი

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის ოფიციალური პირები ყირიმში აფეთქებების ფონზე  განცხადებებს აკეთებენ.

საკითხზე ვიდეომიმართვა უკრაინის პრეზიდენტმაც გაავრცელა.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ყრიმით დაიწყო და სწორედ ყირიმით უნდა დასრულდეს.

“რუსეთის ეს ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და უნდა დასრულდეს ყირიმით – მისი გათავისუფლებით. რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინულ ყირიმს. ხარკოვის ოლქიდან ხერსონამდე, დონეცკიდან ენერგოდარამდე, ლუგანსკიდან იალტამდე, ბერდიანსკიდან ნოვოფედორივკამდე – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ნაწილებია, ეს ყველაფერი უკრაინაა, რომელიც სრულიად თავისუფალი იქნება.” –  განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....