ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ნოვოფედორივკაში აფეთქება რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარი რუსეთმა, შესაძლოა ინფორმაციულ ომში გამოიყენოს.

ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.

“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზს, თუმცა, კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას. ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შესაძლოა ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა “შემთხვევით” იპოვონ რაიმე დამახასიათებელი “შევრონი”, “სავიზიტო ბარათი” ან თუნდაც “დნმ” “, – წერს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ბოლო 30 წუთში ნოვოფიედეროვკას საჰაერო ბაზას, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების 43-ე საავიაციო პოლკი იყო განთავსებული, Agm-140 Atacms-ის ტიპის 15 რაკეტა ესროლეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაზირებული იყო Su-30Sm-ის, Su-25-ისა და Su-24M-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ რუსები სანაპიროს ტერიტორიიდან თავშესაფრებისკენ გაქცევას, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იტვირთბა....