ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ კი ობიექტურად გამოიკვეთება რომ სააკაშვილს სჭირდება გადაყვანა, პირველი ვიქნები ვინც ამას მხარს დაუჭერს – სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ  ობიექტურად გამოიკვეთება, რომ სააკაშვილს დახმარება და გადაყვანა სჭირდება, ის პირველი იქნება ვინც ამას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ მან “ჯორნიან თაიმსის” ეთერში ისაუბრა.

“როდესაც ვსაუბრობთ ჰუმანიტარულ ტრანსფერზე ამ შემთხვევაში ყველას უნდა გვახსოვდეს,რომ  ეს არ შეიძლება იყოს საჭიროების შემთხვევაში. თუ სურვილი საკმარისია ყველა პატიმარს უნდა მოვკიდოთ ხელი, სურვილი კი არა ობიექტური საჭიროება უნდა იყოს. თუ ახსნილი იქნება საჭიროება, რომლის მიღება საქართველოში შეუძლებელი იქნება. მე არ მგონია, რომ ერთი პატიმარი თუნდაც ექს-პრეზიდენტი სარგებლობდეს მეტი პრივილეგიით, ვიდრე სხვა პატიმრები.” – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

იტვირთბა....