ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, NATO-ს წევრი გახდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი.

ამის შესახებ ვოლკერმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა.

იტვირთბა....