ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“კოშკთან მოწევის რუსული ჩვევა მათ საბოლოოდ გაანადგურებს” – არესტოვიჩი

უკრაინის ოფიციალური პირები ყირიმში აფეთქებების ფონზე აკეთებენ განცხადებებს:

“უკრაინის სამხრეთი განსაკუთრებით ლამაზია აგვისტოში”- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.

“კოშკთან მოწევის რუსული ჩვევა მათ საბოლოოდ გაანადგურებს” – წერს ალექსეი არესტოვიჩი.

“მე ზუსტად ვიცი, რომ ტელევიზორში აფეთქებები არასოდეს გადმოსცემს რეალურ ატმოსფეროსა და გრძნობებს. ორმაგად უსიამოვნოა, როცა ბავშვებთან ხარ და ზღვაზე ხარ. ვფიქრობ, რუსებს სამხედრო დაწესებულებებში მოწევა უნდა აუკრძალონ, – წერს  ვიტალი კიმი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ბოლო 30 წუთში ნოვოფიედეროვკას საჰაერო ბაზას, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების 43-ე საავიაციო პოლკი იყო განთავსებული, Agm-140 Atacms-ის ტიპის 15 რაკეტა ესროლეს. აეროდრომზე აფეთქებების ხმები ამ დრომდე ისმის.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაზირებული იყო Su-30Sm-ის, Su-25-ისა და Su-24M-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ რუსები სანაპიროს ტერიტორიიდან თავშესაფრებისკენ გაქცევას, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იტვირთბა....