ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის მტკიცებით, ყირიმის ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ეს თავდასხმა არ იყო

რუსეთის მტკიცებით, ყირიმის ავიაბაზაზე საბრძოლო მასალა აფეთქდა და ეს თავდასხმა არ იყო.

“ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა.”- წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ბოლო 30 წუთში ნოვოფიედეროვკას საჰაერო ბაზას, სადაც რუსეთის საჰაერო ძალების 43-ე საავიაციო პოლკი იყო განთავსებული, Agm-140 Atacms-ის ტიპის 15 რაკეტა ესროლეს. აეროდრომზე აფეთქებების ხმები ამ დრომდე ისმის.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაზირებული იყო Su-30Sm-ის, Su-25-ისა და Su-24M-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
ვიდეო, თუ როგორ ცდილობენ რუსები სანაპიროს ტერიტორიიდან თავშესაფრებისკენ გაქცევას, სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იტვირთბა....