ახალი ამბები საზოგადოება

„თავს კარგად გრძნობს“ – გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანისტი საავადმყოფოდან გაეწერა

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის ერთადერთი გადარჩენილი პარაპლანის პილოტი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დაუდასტურა.

„თავს კარგად გრძნობს, საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული გაეწერა, რამდენიმე დღის წინ“. – განუცხადა ლევან რატიანმა „ფორტუნას“.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა და აფეთქდა. მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....