aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინას 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი გადაეცა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის არმიამ 50 თურქული ჯავშანტრანსპორტიორი BMC Kirpi მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფის, “კახოვკას“ Facebook გვერდზე გავრცელდა. არსებული ცნობით, საზღვაო ქვეითების ორი ბრიგადა უკვე იყენებს ამ ავტოტექნიკას, რომელსაც ჯავშანკორპუსი და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა გააჩნია.

“ჩვენს სამხედროებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელს მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ სასტიკი მტერი დაამარცხოს. შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტიორები BMC Kirpi გადაეცა“, – ნათქვამია ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მალე, უკრაინა ამავე ჯავშანტრანსპორტიორების ახალ პარტიას მიიღებს, რომელშიც 150 ერთეული BMC Kirpi იქნება.

 

იტვირთბა....