ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

მიაქვს თუ არა მაკა ასათიანს ტექნიკა: 49-მილიონიანი ვალი და დაპირისპირება “მაესტროში”

„მაესტროს“ ტექნიკის ის ნაწილი, რომელიც მაკა ასათიანს არ ეკუთვნის, ვალის უზრუნველყოფაშია ჩადებული და რადგან შ.პ.ს. „სტუდია მაესტროს“ მაკა ასათიანის 49 მილიონი აქვს ვალი, როგორც ბანკის ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჩადებული ბინა მიაქვს ბანკს, ასე წაიღებს მაკა ასათიანი ტექნიკას.“ – ეს განცხადება ბაია გადაბაძემ აშშ-ს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

აშშ-ს საელჩოს გადაბაძემ „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენები გააცნო. როგორც აცხადებს, მათთვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედია და დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

გაჩეჩილაძეების ადვოკატი, ირაკლი კორძახია კი, ბაია გადაბაძის განცხადებაზე ვალთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის  სპეკულირებს. კორძახიას განცხადებით, 2019 წლამდე ვერ გაიტანენ ტექნიკას შენობიდან, ამავდროულად ვალთან დაკავშირებით საერთაშორისო აუდიტს დასკვნა არ აქვს დადებული და ვალის გარკვეული ნაწილი დოკუმენტალურად დადასტურებული არ არის. კორძახიას განცხადებით, გადაბაძე გოგელიას ინტერესებს გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია“მაესტროში“ დაპირისპირება არხის 55 პროცენტი წილის მფლობელ ძმებ გაჩეჩილაძეებსა და ყოფილ გენდირექტორ ბაია გადაბაძეს  შორის მიმდინარეობს.

იტვირთბა....