ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

“შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა” – კალასი

შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, – აღნიშნულის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი “ტვიტერში” წერს.

მისივე თქმით, ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება.

“შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები ვიზებს გასცემენ, ტვირთი რუსეთის მეზობლებზეა (ფინეთი, ესტონეთი და ლატვია ერთადერთი ხელმისაწვდომი წერტილებია. დროა, შეწყდეს რუსეთიდან ტურიზმი”, – წერს კალასი.

იტვირთბა....