ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემი სამხედრო ბილეთი, სურათები რუსულ ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“27 მარტს რუსულ ტელეგრამ არხზე, ჩემი სამხედრო ბილეთი, ჩემი სურათები, ახლაც დევს, საიდან მოხვდა მაგის წყაროს ვერ ვიტყვი, არც ვიცი, ცოტა ძნელია ამაზე საუბარი, ჯერ კიდევ 27 მარტს, ჩემზე და ჩემს რამოდენიმე მეგობარზე ინფორმაცია ჰქონდათ რუსებს. დაახლოებით 5 მილიონი მნახველი ჰყავდა რუსეთის ტერიტორიაზე ამ ინფორმაციას”, – ამბობს ნადიმ ხმალაძე “დღის სტუმრის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველმა ოფიცერმა მიხეილ ქამხაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ მისი პირადი ინფორმაცია რუსების ხელში აღმოჩნდა, თუმცა უცნობია როგორ გაჟონა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.

