ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ბოლო დროს ადოლფ ჰიტლერმა სცადა ასეთი იდეების განხორციელება” – მედვედევი ზელენსკის ეხმაურება

ბოლო დროს ადოლფ ჰიტლერმა სცადა ასეთი იდეების განხორციელება მთელ ერთან მიმართებით, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს დასავლეთში საზღვრები უნდა ჩაუკეტონ.

მედვედევის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ანგარიში რუსეთის მოსახლეობას უნდა მოეთხოვოს.

„მთავარმა უკრაინელმა კლოუნმა განაცხადა, „ანგარიში მოეთხოვოს რუსეთის მთელ მოსახლეობას“. ბოლო დროს ადოლფ ჰიტლერმა სცადა ასეთი იდეების განხორციელება მთელ ერთან მიმართებით. გაქვთ კიდევ რაიმე შეკითხვა უკრაინის ძალაუფლების ბუნებასთან დაკავშირებით?“, – წერს მედვედევი.

იტვირთბა....