ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინოწმინდაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

ნინოწმინდაში, ნორაშენის რაიონში ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა.

ადგილობრივი მედიის, jnews.ge-ს ცნობით, ავტომობილის მძღოლმა ბავშვი ჯერ სახლში მიიყვანა, შემდეგ კი ის ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, დაშავებულს თავის არეში ჰემატომები აღენიშნება, აქვს ტვინის შერყევა და თავის ქალის მცირე დაზიანება. ვინაიდან, მას ნეიროქირურგის კონსულტაცია ესაჭიროებოდა, ახალქალაქში კი შესაბამისი სპეციალისტი არ არის, ბავშვი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....