2008 წლის აგვისტოს ომი წარსულში არ გადასულა, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის გამბედაობა საქართველოსა და უკრაინაის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიწოდებაზე უარის თქმამ საგრძნობლად გაზარდა.
“ამ დღეებში იხსენებენ 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრი საუბრობს იმ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა შარშანდელმა უარმა უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიწოდებაზე რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გამხდარა ისტორია, მთლიანად არ გადასულა წარსულში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვისაუბროთ არა იმდენად იმაზე, რაც მოხდა, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.
იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ გააცნობიეროს რეალური, ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა.

