რუსული ავიახაზები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი აეროფლოტი თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებისთვის შლიან, ვინაიდან დეტალების დასავლეთიდან იმპორტი სანქციების გამო აღარ შეუძლიათ. – ამის შესახებ Reuters-ი ავიაციის ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, მინიმუმ ერთ რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100-სა და თითქმის გამოუყენებელი Airbus A350-ს უკვე დაშლისთვის ამზადებენ.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, დეტალები Aeroflot-ის, Airbus A320-სა და Boeing 737 რამდენიმე მოდელისგან აიღეს, რადგან გადამზიდველებს სხვა Boeing 737s და Airbus A320-ებისთვის სწორედ ეს სათადარიგო ნაწილები სჭირდებათ.
Reuters-თან წყაროებმა დროის ფაქტორზეც ისაუბრეს. მათი თქმით, რუსული თვითმფრინავების დიდი ნაწილი დასავლეთიდან იმპორტირებულ უცხოურ დეტალებზე მუშაობს. წყაროს მტკიცებით, რუსეთში აწყობილი ერთ-ერთი Sukhoi Superjets-დან უკვე ამოღებულია ძრავა, რათა მეორე იდენტურმა თვითმფრინავმა ძრავის საშუალებით ფრენა გააგრძელოს.

