უკრაინის სასამართლომ რუს ტანკისტს ,მიხაილ კულიკოვს ჩერნიგოვის გარეუბანში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კულიკოვი მეორე რუსი ჯარისკაცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაასამართლეს.
ჩერნიგოვის დესნიანსკის რაიონულმა სასამართლომ კულიკოვი დამნაშავედ ცნო ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის მუხლით.
კულიკოვის სასამართლო პროცესი ჩერნიგოვში 24 ივნისს დაიწყო. პირველ სასამართლო სხდომაზე მან დანაშაული აღიარა.

