aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ – დეგნანი

პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე. ეს გამიზნულია ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა – იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში.
ამის შესახებ ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.
იტვირთბა....