ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფინეთის პრემიერი – არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და უსამართლოდ მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრესიულ ომს აწარმოებს ევროპაში, რუსებს ნორმალურად ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა შეუძლიათ.

ფინეთის მთავრობის მეთაური რუსებისთვის სრულიად ევროპულ დონეზე ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

“არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია”, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....