„არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში“ . – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გაანცხადა.
მისი თქმით, მისი ncdc-ს დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა დროებითი იქნება.
„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გრძელდება. ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნა იქნება დროებით, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ჩემი საკურატორო ინსტიტუცია და ამდენი ხნის განმავლობაში ასე იყო. მე ახალი დირექტორის გამოვლენამდე დროებით შევასრულებ მოვალეობას. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მუშაობა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში და იქნება გადაბარების პროცესი. გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ამირანმა მინისტრთან შეთანხმებით. გაგრძელდება სამუშაო პროცესი, მღელვარების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა გაბუნიამ.

