ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დამნაშავედ ვგრძნობ თავს, მაგრამ მან მიბიძგა დანაშაულისკენ – ბრალდებულ ექიმს პატიმრობა შეეფარდა

დამნაშავედ კი ვგრძნობ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვარ დამნაშავე იმიტომ, რომ მან მიბიძგა დანაშაულისკენ, მე ეს განზრახ არ გამიკეთებია –  ამის შესახებ  სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ექიმმა განაცხადა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, კოლეგას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე ჭრილობები მიაყენა.

“მე მოკვლის მცდელობა არ მქონია, ეს გამორიცხულია, მინდოდა შეშინება და კუთხეში გავისროლე. კონდენციონერის პულტი არ მივეცი რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. არავითარი კონფლიქტი და შეხება არ გვქონდა… კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა.” თქვა თეიმურაზ ბეჟანიძემ.

იტვირთბა....