ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„კალიუმია“ დაქვეითებული… ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩამოსვლას – ალასანია სააკაშვილზე

“გადასხმას უკეთებენ, როგორც ჩანს, კალიუმია დაქვეითებული… ველოდებით ამერიკელი ექიმების ჩამოსვლას” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ისაუბრა.

„როგორც ჩანს, „კალიუმია“ დაქვეითებული და მთელი ის პერიოდი, რაც მას გვერდით ვეჯექი, გადასხმა გრძელდებოდა. სხვა მხრივ, ველოდებით ექიმების ჩამოსვლას. ახლა ის პროცესი გვაქვს, რომ ექიმებმა მიიღონ ლიცენზია აქ, მათი საბუთები ახლა არის სამინისტროში. არდადეგების პერიოდია და ალბათ, რაღაცნაირად გაუკეთებენ ორგანიზებას, ონლაინ ალბათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

იტვირთბა....