ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არავის ვუპირისპირდები, პირადი განცხადებით ვტოვებ თანამდებობას – გამყრელიძე გადადგომაზე

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ – მე არავის ვუპირისპირდები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან არ მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....