თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ავრცელებს.
ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ “მე მიმაჩნდა, რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ ესეც მინდა გითხრათ, დარეკა გუშინ ღამე, ტიროდა ტელეფონში და ითხოვდა რეზერვისტად ჩამოსვლას”.
ოქრუაშვილი ვიდეოს აღწერაში, წერს, რომ საფრანგეთში იყო და საქართველოში დაბრუნებაზე მას უარი უთხრეს.
“მათთვის, ვისაც უჩნდება კითხვა – სად ვიყავი 2008 წლის ომის დროს. საფრანგეთში ვიყავი და არ მიშვებდნენ საქართველოში. 14 წლის წინ ამ დროს პატარა ბავშვივით ვიტირე, უარი რომ მითხრეს საქართველოში დაბრუნებაზე და ომში წასვლაზე.” – წერს ოქრუაშვილი.

