ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2011-2022 წლებში საქართველომ მინიმუმ 65 კვ.კმ ტერიტორია დაკარგა” – ქაცარავა

2011-2022 წლებში საქართველომ მინიმუმ 65 კვ.კმ ტერიტორია დაკარგა”, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაცია ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებზე კვლავაც გრძელდება.

“ის ტერიტორიები, რომლებიც არ შედიოდა ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ზუსტად აი ამ 2011-12-22 წლებში საქართველომ დაკარგა მინიმუმ 65 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. საუბარია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შედის ზემო რაჭის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიებში და ეს ოკუპაცია გრძელდება,” –  განაცხადა “მთავარ არხთან” დავით ქაცარავამ.

იტვირთბა....