ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რა შემთხვევაში მიიჩნევენ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას შესაძლებლად კრემლში – პესკოვის განცხადება

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის საფუძველი არ არსებობს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოლაპარაკებებში შუამავლის როლთან დაკავშირებული შეთავაზების საპასუხოდ, პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი და ზელენსკი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ საუბარს, რაც მხარეები “საკუთარ საშინაო დავალებებს შეასრულებენ”.

„უკრაინის დელეგაცია რადარიდან სრულად გავიდა, ახლა მოლაპარაკების პროცესი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტ პუტინსა და ზელენსკის შეხვედრას, ეს შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ. შეხვედრისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....