ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად” – მედვედევი

“ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად” – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავს ვერ დახრიდნენ და ცრემლს ვერ მოიწმენდნენ.

“ცხინვალზე და სხვა დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად – საარტილერიო დარტყმებით საცხოვრებელ უბნებზე, სამოქალაქო ობიექტებზე, საავადმყოფოებსა, სკოლებსა და რუს სამშვიდობოებზე.

ამგვარად, ვაშინგტონის მიერ კონტროლირებადმა მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, სამხრეთ ოსეთისთვის თავს მოეხვია მათი გაგებით, „დემოკრატია და ჰუმანიზმი“ და ძალით დაებრუნებინათ ის საქართველოს შემადგენლობაში მთელი ერის განადგურების ხარჯზე.

ცხადია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა. ჩვენ უბრალოდ ცრემლს ვერ მოვიწმენდდით და თავს ვერ დავხრიდით სისხლიანი სულელის წინაშე, ხალხს მის საჯიჯგნად ვერ მივატოვებდით”, – აცხადებს მედვედევი.

იტვირთბა....