ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ვერავინ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო” – უკრაინის ელჩი თურქეთში

“ვერავინ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო” – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ელჩი თურქეთში, ვასილ ბოდნარი აცხადებს.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აქვს გავლენა რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე, რათა მას გარკვეული სახის შეთანხმებისკენ უბიძგოს.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ერდოღანი ახდენს გავლენას პუტინზე და აქვს ბერკეტები, რომ სტიმულირება მოახდინოს მასზე გარკვეული შეთანხმებების შესასრულებლად“, – აცხადებს დიპლომატი. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა ვერ მიაღწია იმას, რაც ერდოღანმა პუტინთან მიმართებით შეძლო. საუბარია მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმებაზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი, უპირველეს ყოვლისა, იცავს თავის ინტერესებს და „ახორციელებს მათ ისე, როგორც შეუძლია“.

ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთი, ომის დასაწყისიდანვე, ალბათ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვინც ყველა ღონეს ხმარობს უკრაინის დასახმარებლად და გარკვეულწილად უბიძგებს რუსეთს მშვიდობის დასამყარებლად.

“მაგრამ მათი გაგებით, ომის შეწყვეტა არის საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ჩვენ ვეუბნებით თურქულ მხარეს, რომ გვჭირდება რუსული ჯარების გაყვანა და ეს არის მთავარი წინაპირობა ნებისმიერი შემდგომი პოლიტიკური დისკუსიისა თუ მოლაპარაკებისთვის აგრესორ ქვეყანასთან”, – თქვა ვასილი ბოდნარმა.

იტვირთბა....