ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“7 აგვისტო თუ 8 აგვისტო?” – ხუხაშვილის განმარტება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას განმარტავს რატომ მიმდინარეობს 7-8 აგვისტოზე მსჯელობა.

როგორც ის აცხადებს, ამდენი მსჯელობა იმიტომ მიმდინარეობს, რომ რუსული ინტერპრეტაცია და სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის ინტერპრეტაციაა, რომ სააკაშვილმა დაბომბმა მძინარე ცხინვალი. სინამდვილეში ასე არ იყო. ომი დაიწყო რუსეთმა.

“ეს არის ის თარიღი, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. რუსეთმა დაიწყო ომი და შესაბამისად თარიღიც ასე დგინდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი მსჯელობა იმიტომ მიმდინარეობს, რომ რუსული ინტერპრეტაცია და სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის ინტერპრეტაციაა, რომ სააკაშვილმა დაბომბმა მძინარე ცხინვალი. სინამდვილეში ასე არ იყო. ომი დაიწყო რუსეთმა, იმათმა გვესროლეს და საქართველოდან საპასუხო ცეცხლი გაიხსნა. ამიტომ არის პრინციპული საკითხი 7-ში დაიწყო, თუ 8-ში დაიწყო. მე ვასახელებ იმ თარიღს, როდესაც ქართველებმა რუსების აგრესიაზე საპასუხო ცეცხლი გახსნეს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

იტვირთბა....