ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“2008 წლის ომი აშშ-სთვის და NATO-სთვის სიგნალი იყო, თუმცა 2022 წელს უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია” – მედვედევი

2008 წელს საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო სიგნალი აშშ-სა და NATO-სთვის, რომ გაეთვალისწინებინათ რუსეთის შეშფოთება.

2008 წელს ქმედებებით საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს, ეს იყო სიგნალი აშშ-სა და NATO-სთვის, რომ გაეთვალისწინებინათ რუსეთის შეშფოთება. სიტუაცია კავკასიაში შეიცვალა, მაგრამ აშშ და NATO ვერ მიხვდა, დააიგნორირეს. განაგრძეს თავიანთი უკიდურესად საშიში კურსი. 2022 წელს ჩვენ უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა“, – წერს მედვედევი.

იტვირთბა....