ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“ამდენი ადამიანი დაიღუპა, ტერიტორიები დავკარგეთ და თარიღზე საუბრის დროა?” – კახაძე აგვისტოს ომზე

ამდენი ადამიანი დაიღუპა, ტერიტორიები დავკარგეთ და თარიღზე საუბრის დროა?, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხშირად პოლიტიკოსები ისეთ რამეზე კინკლაობენ, რაც მისთვის ცოტა მიუღებელია.

“ვერ გეტყვით რა შინაარსი დევს ამაში. ხშირად პოლიტიკოსები ისეთ რამეზე კინკლაობენ, რაც ჩემთვის ცოტა მიუღებელია. უბედურება მოხდა, ამდენი ადამიანი დაიღუპა, 20% ტერიტორიები დავკარგეთ და თარიღზე საუბრის დროა?”, – აცხადებს კახაძე.

ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

იტვირთბა....