თარიღთან დაკავშირებით, სრულიად უაზრო დისკუსიები წამოიწყეს, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ეკა სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თავის დროზე “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მყოფებს არ ჰქონდათ პრობლემა, რომ ეს თარიღი 8 აგვისტოს ყოფილიყო.
“თავის დროზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ პრობლემა, რომ ეს თარიღი 8 აგვისტოს აღნიშნულიყო და ეხლა სრულიად უაზრო დისკუსიები წამოიწყეს. მგონია, რომ ეს თარიღით სპეკულაციები უადგილოა. აგვისტოს ომი არის ტრაგედია, რომლის შედეგად საქართველომ ტერიტორიები დაკარგა და თარიღზე მსჯელობა არაფრის მომცემია”, – აცხადებს სეფაშვილი.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

