სააკაშვილს კითხეთ რატო არ დააწესა [რუსეთთან] სავიზო რეჟიმი, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება სწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
“სააკაშვილს კითხეთ რატო არ დააწესა სავიზო რეჟიმი…რატო არ ეკითხებით სააკაშვილს?…არ გაწყობთ. შენი ხელისუფალი ვინც არის იმაზე ვლაპარაკობთ. სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ”, – აცხადებს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

